ალუდა ღუდუშაური: კონგრესმენთა ვიზიტი პირდაპირი გზავნილია ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტის მისამართით, რომ ამერიკა კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად

„ქართული ოცნების“ წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოში კონგრესმენების ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

მისივე თქმით, ვიზიტი პირდაპირი გზავნილია ოკუპანტის მისამართით, რომ ამერიკა კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

„საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კონტაქტშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ ნაბიჯით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება, რომ საქართველოს გზა არის ურყევი და ეს ევროატლანტიკურ სივრცეში, სტრუქტურებში საბოლოოდ ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანებაა. იმ დიდ ოჯახში დაბრუნება, რომელსაც ევროპული ოჯახი ჰქვია. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა ეწვევა ჩვენს ქვეყანას, ეს პირდაპირი გზავნილია ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტის მისამართით, რომ ამერიკა კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები