ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები კახა კუჭავას ხვდებიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ხვდებიან.
ისინი შეხვდებიან მმართველი გუნდის სხვა ლიდერებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებს. კომიტეტის წევრები ქართველი პოლიტიკოსებისგან ინფორმაციას მოისმენენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რის შემდეგაც ანგარიშს მოამზადებენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.