„ქართული ოცნება“ „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ეთერებში მონაწილეობას მიიღებს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტელეკომპანია „მთავარისა“ და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სატელევიზიო ფორმატებში მონაწილეობას მიიღებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„რადგან შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან, ეს იყო ტელეკომპანია „მთავარი“ და ტელეკომპანია „ტვ პირველი“, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, ვესაუბროთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, ვესაუბროთ იმაზე, რაც აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საინტერესო იყოს, მაგალითად, რომელიმე ტელეკომპანიისთვის. ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას“, – განაცხადა მდინარაძემ.