სააპელაციო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ე.წ. „რეანიმობილის“ საქმეზე მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ამ გადაწყვეტილებით სააპელაციომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

მიუხედავად ამისა, გიორგანაშვილი საპატიმროში რჩება. ის კიდევ ერთ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.

მას საპატიმროს დატოვებამდე ორი წელი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები