პუტინი: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტია
“საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პრიორიტეტია”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.
“საგარეო საქმეებში რუსეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენს უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობაა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან”, – თქვა მან.
პუტინმა შეხვედრის მონაწილეებს შესთავზა, ამ საქმის ერთ-ერთი ასპექტით დაკავდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის პრემიერმინისტრი – მიხეილ მიშუსტინი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე – ვალენტინა მატვიენკო, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე – ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილე – დიმიტრი მედვედევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – ანტონ ვაინო, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – ნიკოლაი პატრუშევი, შინაგან საქმეთა მინისტრი – ვლადიმერ კოლოკოლცევი, თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი – სერგეი ნარიშკინი, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში – სერგეი ივანოვი.