თამარ გაბუნია: ეკატერინე ტიკარაძეს ჩატარებული აქვს პირველი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, მისი მეორე ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება

„ეკატერინე ტიკარაძე არის თვითიზოლაციაში და დისტანციურად მუშაობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

გაბუნიას თქმით, ეკატერინე ტიკარაძეს ჩატარებული აქვს პირველი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, მეორე დოზის საკითხი კი გადაიხედება.

„ეკატერინე ტიკარაძე არის თვითიზოლაციაში და დისტანციურად მუშაობს. რაც შეეხება მის აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ჩატარებული აქვს პირველი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. მეორე აცრა იყო განსაზღვრული 14 ივნისს, რაც 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდია. თუმცა, ამ ვითარების გამო, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები