ვახტანგ გომელაური: ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

“ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! განსაკუთრებით კი მინდა, ეს დღე პოლიციელთა შვილებს მივულოცო – ბავშვებო, თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ! მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი მშობლები, დედები და მამები ხშირად ვერ ახერხებენ თქვენთან დიდხანს ყოფნას, რადგან ამ დროს ისინი თქვენი და სხვა ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ემსახურებიან სამშობლოს.
ყველა ბავშვს ვუსურვებ მშვიდობას, ლაღ, უდარდელ წლებსა და უსაფრთხო ცხოვრებას”, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები