გერმანიაში კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე დაწიეს
რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტმა, რომელიც გერმანიაში კორონავირუსულ სტატისტიკას აწარმოებს, ვირუსით გამოწვეული საფრთხე “ძალიან მაღალიდან” “მაღალ” საფრთხემდე დაწია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, “ძალიან მაღალი” დონის საფრთხე, დაახლოებით, 6 თვის წინ იყოს შემოღებული.
”ერთი მხრივ, სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ კვლავ პანდემიაში ვართ”, – თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდება, ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება.
ამავე დროს, სპანმა აღნიშნა, რომ ”თუ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება” – ანუ ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზრდება და დაავადების სიხშირე შემცირდება, მაშინ ”ზაფხული ნამდვილად კარგი იქნება”.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1,785 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 126-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი კვირით ადრე დაფიქსირებულა.
ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 153 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში ინფიცირების სულ 3 682 911 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 88 595 ადამიანი ემსხვერპლა, 3,498,4 გამოჯანმრთელდა.