გიგა ბოკერია: გახარია ვერ ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს
“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ვერ ან არ ბედავს.
მისივე თქმით, თანამდებობაზე ყოფნისას გახარია ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.
„ვისაც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა სურს, იმათგან ნდობა ამ ადამიანის, გახარიასი არ შეიძლება. ადამიანი ვერ ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, 20 ივნისზე იგივე, „ოცნების“ პროპაგანდისტურ, უტიფარ ხაზს აწვება, აღიარებს, რომ მინისტრის მოხსნაც არ შეეძლო კრიტიკულ ვითარებაში, კოვიდზე საბრძოლველად თანხები ამ ადამიანის პიარზე დაიხარჯა და ამას შეეწირა ჩვენი ეკონომიკა და ჯანდაცვა. ყველა კრიტიკულ ვითარებაში, იქნება ეს ია კერზაიას საქმე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამარცხვინო ზეწოლისას, პანკისის სპეცოპერაციისას თუ სხვა, ეს ადამიანი ვერ იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა ან იღებდა სამარცხვინო გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ბოკერიამ.