სალომე სამადაშვილი: “ნაცმოძრაობის” მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი უხეში პოლიტიკური შეცდომაა

“ნაციონალური მოძრაობისთვის” საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ მათი მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეში პოლიტიკური შეცდომაა”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა.

“ნაციონალური მოძრაობისთვის” საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ მათი მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეში პოლიტიკური შეცდომაა. “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი, მაგრამ მათ პარლამენტში შემოსვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს. ახლა აქვთ კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ქვეყნაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების. ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები