გიორგი ვაშაძე გახარიას სატელევიზიო დებატებში იწვევს

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ყოფილ პრემიერს, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.

„ძალიან სუსტ საუბარს ვხედავ ადამიანის, რომელსაც წარმოედგინა, რომ ოლიმპოს მთაზე იჯდა, ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო. მაშინ დებატებზე უარი მითხრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული დებატების ფორმატში შემთხვევითი არჩევის წესით დაემთხვა ჩვენი სატელევიზიო დებატები, თუმცა, ბატონ გახარიას შეეშინდა, ჩემთან დებატებში შემოსულიყო და მდინარაძე გამომიგზავნა. ახლა კვლავ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ დებატებში, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაუბედურებულია და ის გახლდათ ქვეყნის სათავეში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები