მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობის” სხვადასხვა ფრთის ტელევიზიების მიზანი?! პასუხის ჩემი ვერსიაა გიორგი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შესახებ წერს.

მდინარაძის თქმით, “ნაცმოძრაობის” ტელევიზიების მიზანი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაციაა.

“საოცრება ხდება – კახა კალაძის პრეზენტაციის შემდეგ კომენტარზე დავდექი და…
ტელეკომპანია “მთავარი”, – კითხვა გახარიაზე, მაწყვეტინებს “ფორმულა”, ორჯერ, ისიც გახარიას თემით, “ტვ1” ცდილობს, დამატებით დასვას კითხვა, ისიც გახარიაზე. პასუხების მიუხედავად, ჟურნალისტებთან თხუთმეტწუთიანი კომუნიკაციის შემდეგ ავტომანქანამდე (რომელიც საკმაოდ მოშორებით გვეყენა), მაცილებს “ტვ1” დაჟინებული ჩაკითხვებით ისევ გახარიაზე… აღარ ვპასუხობ…

“ნაცმოძრაობის” სხვადასხვა ფრთის ტელევიზიების მიზანი?!

პასუხის ჩემი ვერსიაა გიორგი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაცია”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები