ანა ბუჩუკური: ხან „ნაცები” გვაბრალებენ, რომ „ქოცები” ვართ, ხან – პირიქით

“გიორგი გახარიასა და მის გუნდს ოპონენტების მიმართ დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ხან „ნაცები” გვაბრალებენ, რომ „ქოცები” ვართ, ხან – პირიქით”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ორი რადიკალური პოლუსი არსებობს, რომელთაც დღის წესრიგის შექმნა პოლიტიკური კინკლაობით სურთ.

„გიორგი გახარიასა და მის გუნდს ოპონენტების მიმართ დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ხან „ნაცები” გვაბრალებენ, რომ „ქოცები” ვართ, ხან – პირიქით. გიორგი გახარიას მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი მოლოდინია, რას წარვადგენთ, ამაზე გუშინ გახარიამ ისაუბრა. წლებია, ქართულ პოლიტიკაში ორი რადიკალური პოლუსი არსებობს, რომელთაც დღის წესრიგის შექმნა პოლიტიკური კინკლაობით სურთ”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები