ისრაელში თითქმის ყველა კორონავირუსული შეზღუდვა მოიხსნა

ისრაელში დღეიდან თითქმის ყველა კორონავირუსული შეზღუდვა მოიხსნა, მათ შორის, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

ცნობილია, რომ, 10-დღიანი დაკვირვების შემდეგ, პირბადის ტარება შესაძლოა, არ იყოს სავალდებულო ყველა ადგილში, გარდა სასწავლო დაწესებულებებისა.

ამიერიდან, ვაქცინირებულებისა და არავაქცინირებულებისთვის “მწვანე” და “იასამნისფერი” სტანდარტები აღარ იარსებებენ. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, შევიდეს ყველგან იმ დროით, რაც მოესურვება, დალიოს, იცეკვოს და სხვ.

უქმდება ყველა შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელიც მგზავრებს პანდემიამდელი დატვირთვით გადაიყვანს.

ამასთანავე, გარე “ბლოკადა” გრძელდება: ქვეყანაში მოხვედრა კვლავინდებურად იქნება შესაძლებელი მხოლოდ ისრაელის მოქალაქეებისა და გარკვეული კატეგორიის პირებისთვის.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ისრაელში მხოლოდ 350 კოვიდპაციენტია დარჩენილი, ყოველდღიურად კი მხოლოდ 2-4 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები