იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინისითვის ფართო მხარდაჭერის გაგრძელების მზაობას
“ველოდები, რომ სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინისითვის ფართო მხარდაჭერის გაგრძელების მზაობას”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ნატო-ს ძალზე ღირებული პარტნიორები არიან.
„ნატო-ს კარი ღია რჩება და ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დავამტკიცეთ. ჯერ მონტენეგრო, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონია მივიღეთ ალიანსში. ვმუშაობთ ასპირანტ სახელმწიფოებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ჩვენი მესიჯია, რომ მათ ფოკუსირება უნდა მოახდინონ რეფორმებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ეს შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საუკეთესო გზაა. ჩვენ განვაგრძობთ ასპირანტი სახელმწიფოებისთვის რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერის გაწევას. ველოდები, რომ სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინისითვის ფართო მხარდაჭერის გაგრძელების მზაობას. საქართველო და უკრაინა ნატოს ძალზე ღირებული პარტნიორები არიან“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.