გიორგი გახარია: “იმედის” ბევრი ჟურნალისტი დღეს ვერ ხსნის, რატომ არ არის დღეს აქ
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამ წუთებში თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება, სადაც, გახარიას პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედისა” და „პოსტივის” წარმომადგენლები არ მივიდნენ.
როგორც პარტიის ინფორმაციაშია აღნიშნული, გახარიამ სატელევიზიო ეთერში მისვლა სწორედ „იმედს “შესთავაზა:
” სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, “იმედისა” და “პოსტვ”-ის ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ჩვენ ვთხოვეთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, რომ „იმედი” დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზია. ზუსტად ვიცი, რომ იმედის ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია დღეს აქ წარმოდგენილი. საპასუხოდ, მინდა ღიად, საზოგადოების წინაშე, შევთავაზო მათ ჩემი პირველი ეთერი ტელევიზიაში მათთან, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი იქნება”, – განაცხადა გახარიამ.