ლევან ბეჟაშვილი: ამნისტიის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მივიღებთ მონაწილეობას მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაში

“ამნისტიის აქტი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაღობაა, რომ ჩვენ ვერ ვაწერთ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, მიშელის დოკუმენტი იყო მიღწევა, მაგრამ, ბუნებრივია, დიპლომატები ჩვენ გვაკრიტიკებენ იმ საკითხზე, რომლის ხელმოწერასაც არ ვახდენთ. ბუნებრივია, ამ დოკუმენტზე მათ გული შესტკივათ, რადგან თავად არიან ავტორები. თუმცა, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ “ქართულ ოცნებას” და ამბობენ, რომ ისინი არ იზიარებენ ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ სულისკვეთებას. რაც მთავარია, ამნისტიის აქტი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაღობა არის, რომ ჩვენ ვერ ვაწერთ ამას ხელს. ჩვენმა ამომრჩევლებმა 20 ივნისის ღამე გააპროტესტეს და მთელი გულით იდგნენ იქ, დღეს კი “ქართული ოცნება” ცდილობს მთელი ეს ისტორია გადაწეროს და 20 ივნისის ღამე კრიმინალურ შემთხვევად მონათლოს. ამიტომ, ამ ამნისტიის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მივიღებთ მონაწილეობას დოკუმენტზე ხელმოწერაში”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები