ბიზნესოპერატორებს ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ
1 -ელი ივნისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, მიმდინარე წლის 1 -ელი იანვრიდან HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა სავალდებულოა ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი) რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პარალელურად სააგენტო, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ბიზნსესსექტორთან.
2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ.