ქმარმა ორსული ცოლი ურმის უღელში შეაბა და თოფის კონდახით სცემა – “ვიმშობიარე ტყუპებზე, ორ საათში დაიღუპა ერთი ტყუპისცალი”

ქმარმა ორსული ცოლი ურმის უღელში შეაბა და თოფის კონდახით სცემა. აღნიშნული ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. გახმაურებული საქმის დეტალები და ძალადობის მსხვერპლი ქალის ჩვენება ,,კურიერმა” მოიპოვა.

ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩვენებაში ყვება, რომ მას მეუღლე სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის, ორსულობის პერიოდში.

“…როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის უღელში, რითაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში მაზიდინა საქონლის ნაკელი, რის შემდეგაც დაღლილობისგან წავიქეცი მიწაზე. მე ვიმშობიარე ტყუპებზე, რა დროსაც ორ საათში დაიღუპა ერთი ტყუპისცალი.

…იეჭვიანა ჩემზე ვარცხნილობის გამო და ძალის გამოყენებით დამიჭირა თმებში და შემაჭრა.
… აიღო თავისი კუთვნილი სანადირო ერთლულიანი თოფი და მითხრა, რომ უნდა ესროლა ჩემთვის, რა დროსაც თოფის კონდახი რამდენჯერმე დამარტყა თავის არეში. აღნიშნულის გამო გამოვიძახე პოლიცია“, – ყვება ქალი ჩვენებაში.

ოჯახში მრავალწლიანმა ძალადობამ საბოლოოდ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, ახალშობილი ბავშვის.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები