ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიციელებს: მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის

“ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თოთოეულ პოლიციელს, გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს გმირ პოლიციელებს.
მე მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის. მადლობა მინდა, გითხრათ თქვენი გმირობისთვის. მადლობა თქვენს მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. მე ყველზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა, თქვენი 24 საათიანი სამსახური ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამისთვის ჩვენ მადლობას გეუბნებით თქვენ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები.
თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის, თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები