ნიგერიაში სკოლიდან 200 მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიაში შეიარაღებული პირები სკოლა-ინტერნატს დაესხნენ თავს და 200 მოსწავლე გაიტაცეს.

ადგილობრივი გაზეთის, Vanguard-ის ინფორმაციით, მომხდარის დროს არავინ დაშავებულა.

ნიგერიის მთავრობის წარმომადგენლები მოსწავლეების გატაცების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, მოზარდების რაოდენობას არ ასახლებენ.

წლის დასაწყისიდან დღემდე ნიგერიაში სხვადასხვა სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან 700-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტია გატაცებული.

მარტის შემდეგ ქვეყანაში ამ მიზეზით 600-ზე მეტი სკოლაა დახურული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები