უსინათლო ალპინისტმა ევერესტი დაიპყრო

დედამიწის უმაღლესი წერტილი 46 წლის ჩინელმა უსინათლო ალპინისტმა, ჩჟანგ ჰონგმა დაიპყრო. ის პირველი უსინათლოა აზიაში და მესამე მსოფლიოში, რომელმაც ევერესტზე ასვლა შეძლო, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც ალპინისტი ამბობს, შეზღუდულ შესაძლებლობებს მნიშვნელობა არ აქვს.

„ძალიან მეშინოდა, რადგან ვერ ვხედავდი, სად მივდიოდი და ვერ ვპოულობდი ჩემი წონასწორობის ცენტრს. ზოგჯერ, ვეცემოდი კიდეც. ამის მიუხედავად, ვაგრძელებდი იმაზე ფიქრს, რომ სირთულე უნდა გადამელახა. მთასვლელობის მთავარი აზრიც სწორედ სირთულეები და საფრთხეა. არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მხედველობა დაკარგე თუ ხელები ან ფეხები არ გაქვს. ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა იქამდე, ვიდრე გაქვს ძლიერი გონება. ყოველთვის შეგიძლია იმ საქმის შესრულება, რომელზეც სხვები გაუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ“, – ამბობს ალპინისტი.

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში დაბადებულმა ჰონგმა მხედველობა 21 წლისამ, თვალის რონიკული დაავადების, გლაუკომას გამო დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები