Associated Press: ჩინეთის ქალაქი კორონავირუსის 20 შემთხვევის გამო დაკეტეს
ჩინეთის ქალაქი გუანჯოუ, რომლის მოსახლეობაც 15 მილიონ ადამიანს ითვლის, კორონავირუსის აფეთქების გამო დაკეტეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ქალაქში COVID-19-ით 20 ადამიანი დაინფიცირდა. ამ შემთხვევათა უმრავლესობა ერთ რაიონში გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, რაიონის მოსახლეობას სახლების დატოვება აუკრძალეს, მათ კოვიდტესტირება უტარდებათ.
ქალაქის ადმინისტრაციამ ყველა ღია სავაჭრო ადგილი, ბავშვთა მოვლის ადგილები და გასართობი ცენტრები დახურა. სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ხოლო რესტორნებს სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივრცეში შეუძლიათ.