ვიეტნამში კორონავირუსის ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს

ვიეტნამში კორონავირუსის ჰიბრიდული შტამის ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების დახასიათებას ატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას VnExpress ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა, ნგუენ ტხან ლონგმა განაცხადა, რომ რამდენიმე პაციენტის ანალიზების სეკვენირებამ კორონავირუსის ერთდროულად ორი გავრცელებული შტამია აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ვიეტნამური ჰიბრიდული შტამი გაცილებით ძლიერია და ადვილად ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. სწორედ ამით იხსნება, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც ცნობილია, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვიეტნამში კორონავირუსის 254 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ადამიანი დაიღუპა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვიენტმამში 6570 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაიღუპა 254.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები