“მოუთმენლად ველი საქართველოსა და უკრაინის მაღალ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დავუდასტუროთ ჩვენი ერთგულება”, – ამის შესახებ სენატორი, რობ პორტმანი აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა რუსეთის მხრიდან მძიმე საგარეო გამოწვევების წინაშე დგანან და მოწადინებულნი არიან, გაატარონ მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმები, რაც უწყვეტი მხარდაჭერისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
„ვამაყობ იმით, რომ ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში აღმოსავლეთ ევროპაში მეც ვუერთდები ჩემს კოლეგებს. სწორია, რომ ჩვენ ვიზიტს ვიწყებთ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ბელარუსი ხალხის მიმართ, რომელსაც თავისი ქვეყნისათვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი სურს. გასულ კვირას სამოქალაქო თვითმფრინავის იძულებით დასმა და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრება არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და მოვუწოდებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პასუხისმგებელი პირების მიმართ სწრაფად მიიღონ ზომები საერთაშორისო სანქციების სახით. მოუთმენლად ველი უკრაინისა და საქართველოს მაღალ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დავუდასტუროთ ჩვენი ერთგულება. ეს ორივე ქვეყანა რუსეთის მხრიდან მძიმე საგარეო გამოწვევების წინაშე დგას და მოწადინებულია, გაატაროს მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის გადამწყვეტი ფაქტორია”,- განაცხადა სენატორმა.
საქართველოს, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი მომავალ კვირაში შედგება.