სომხეთის ვიცეპრემიერი: ის, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ხდება, მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს

 

“ის, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ხდება, მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს”, – განაცხადა სომხეთის ვიცეპრემიერმა, მგერ გრიგორიანმა მინსკში, დსთ-ის ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელთა საბჭოზე.

სიტყვით გამოსვლისას გრიგორიანმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხებზე პოლიტიკურ-დიპლომატიური პროცესი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი შეიარაღებულ ძალებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან, ასევე, სომეხი სამხედროები ბაქოს მიერ იქნებიან გათავისუფლებულნი.

27 მაისს გეგარკუნიკში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ექვსი სომეხი ჯარისკაცი დააკავა. აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ სომეხი ჯარისკაცები სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდნენ, სომხეთში კი თქვეს, რომ – საინჟინრო საქმიანობას.

მომხდარს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა “გატაცება” უწოდა, რადგან სამხედროები საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები