ბექა ოდიშარია: გიორგი გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის იყო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის იყო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე.

“ყველაზე რეიტინგული ფიგურა თავის დროზე იყო ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ იყო და ახლაც არის ძალიან რეიტინგული ახლანდელი პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი, არის ასევე კახი კალაძე, ასევე ირაკლი კობახიძე და სხვები, მაგალითად, კახა კუჭავა. თავისთავად, და ეს ბუნებრივიც არის, რომ ბატონი გიორგი გახარიას რეიტინგი იყო განსაზღვრული და იზომებოდა იმით, რომ ის იყო „ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე”, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები