ზახაროვა: ნატო-ს წევრობა უკრაინაში ვითარების ჰარმონიზაციას ხელს ვერ შეუწყობს

“უკრაინის ნატო-ში წევრობა ქვეყნის შიგნით ვითარების ჰარმონიზაციას ხელს ვერ შეუწყობს, ილუზიაა, რომლითაც უკრაინელი პოლიტიკოსები მოსახლეობას კვებავენ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

”როგორ შეუძლია სახელმწიფოს, ვგულისხმობ უკრაინას, ნატო-ში შესვლა ქვეყნის შიგნით სიტუაციის ჰარმონიზებას შეუწყოს ხელი?  არანაირად,” – თქვა ზახაროვამ ”როსია 24”-ის ეთერში.

მისივე თქმით, საკითხის დაყენებამ და ამ კურსის საყოველთაო განხილვამ საზოგადოება კიდევ უფრო გახლიჩა.

”აუცილებელია შიდა პრობლემების მოგვარება. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ობიექტურ სირთულეებსა და ფაქტორებზე, რომლებიც არსებობს, არა იმის გამოგონებით, რომ, აი, ხვალ შევალთ ნატო-ში და ყველა პრობლემა მოგვარდება. ეს ილუზიაა, სიცრუე, რომლითაც, სამწუხაროდ, ბევრი უკრაინელი პოლიტიკოსი კვებავს საკუთარ მოსახლეობას ხმების მოსაპოვებლად, რეიტინგებისთვის და ამ ნაციონალისტური ურჩხულის გამოსაკვებად”, – თქვა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები