ირაკლი ქადაგიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: რაც მათ მოაწყვეს, არის ობსტრუქცია – მდგომარეობიდან გამოსვლა უჭირთ

“ხედავენ, რომ მათი პოზიცია წამგებიანია. მათ სჭირდებათ, რაღაცნაირად, თავი გაიმართლონ ამომრჩეველთან, რომელიც 6-7 თვის განმავლობაში კვებეს ფუჭი დაპირებებით“,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიას მდგომარეობიდან გამოსვლას უჭირს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო უბრალოდ შეცდომა, მათი მხრიდან ეს იყო გამიზნული ქმედება, რათა, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო. რაც მათ მოაწყვეს, არის ობსტრუქცია. მდგომარეობიდან გამოსვლა უჭირთ. თავად ხედავენ, რომ ეს პოზიცია აბსოლუტურად წამგებიანია. მათ სჭირდებათ, რაღაცნაირად, თავი გაიმართლონ ამომრჩეველთან, რომელიც 6-7 თვის განმავლობაში კვებეს ფუჭი დაპირებებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები