ჯანმო: აფრიკის ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის 20 მილიონი დოზა სასწრაფოდ ესაჭიროება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, აფრიკის ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის, სულ მცირე, 20 მილიონი დოზა სასწრაფოდ ესაჭიროება, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის კურსი დაასრულონ.

”აფრიკას მომდევნო 6 კვირის განმავლობაში AstraZeneca-ს ვაქცინის, სულ მცირე, 20 მილიონი დოზა ესაჭიროება, რათა განმეორებითი აცრა ჩაუტარდეთ მათ, ვინც პრეპარატის პირველი დოზა გაიკეთა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ამ დროისთვის აფრიკაში 28 მილიონი აცრა გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები