უნგრეთის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.

„პატივცემულო პრემიერმინისტრო, ნება მიბოძეთ, კეთილი სურვილები გამოვხატო საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განვითარება, რომლებიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, ჩვენი ერების ინტერესებს ემსახურება. გარწმუნებთ, რომ ჩემი მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები