აშშ-ში ვაქცინირებულთა ლატარიაში გამარჯვებულმა 1 მილიონი დოლარი მოიგო
აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ვაქცინირებულებისთვის ლატარია გათამაშდა, რომლის გამარჯვებული 22 წლის ებიგეილ ბუგენსკე გახდა. მან 1 მილიონი დოლარი მოიგო.
CNN-ის ინფორმაციით, ებიგეილი General Electric-ში მუშაობს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მოგების მიუხედავად, ის სამსახურის დატოვებას არ აპირებს.
რაც შეეხება მოგებულ თანხას, ქალბატონი ამბობს, რომ უნდა, მეორადი ავტომობილის შეძენა, ასევე, თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს.
ასევე, 12-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის გათამაშდა კოლეჯისთვის სტიპენდია. მოიგო 14 წლის ჯოზეფ კოსტელომ.
როგორც შტატის გუბერნატორმა, მაიკ დევაინმა თქვა, ლატარიამ შტატში ვაქცინაციის დონე 45%-ით გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ოჰაიოს შტატის მაგალითს პოლონეთიც აიღებს, სადაც ასევე იგეგემება წამახალისებელი გათამაშება.