მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – FLYONE საქართველოს მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს

მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – FLYONE საქართველოს მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს.

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სეზონური ფრენები მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით მიმდინარე წლის 4 ივნისიდან განხორციელდება. სააგენტოს ინფორმაციით, ჩარტერული ავიარეისები პირველ ოქტომბრამდე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) შესრულდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს“, – ნათვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები