ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო.
დღევანდელ პროცესზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურამ მათ არ შეატყობინა, თუ რომელი მოწმეების გამოკითხვას აპირებდნენ პროცესზე.
ადვოკატმა აღნიშნული შეთანხმების დარღვევად შეაფასა.
“ბატონო მოსამართლე, გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის დაცვას ვერ გავაგრძელებ, ვიდრე ნიკა მელიასთან პოზიციას არ შევათანხმებ. მჭირდება დრო, მას შევხვდე და გავიარო კონსულტაცია, შევათანხმო სტრატეგია”, – განაცხადა კონდახიშვილმა.