კახა კალაძე მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერი, კახა კალაძე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, მარინა ჯანაშია.
მან თავი დაგვამახსოვრა არა მარტო გამორჩეული სასცენო სახეებით, არამედ – სიცოცხლის ისეთი სიყვარულითა და ბრძოლისუნარიანობით, რამაც შეაძლებინა, მძიმე ავადმყოფს კვლავაც ეთამაშა საყვარელ სცენაზე.
ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების, თეატრალური საზოგადოების დიდ ტკივილს”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.