სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და ნატო-ში პოლონეთი საქართველოს ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია

“ევროკავშირსა და ნატო-ში პოლონეთი საქართველოს ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა, რომ პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

​„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრებოდა გუშინდელ ჩვენს ზეიმს. მან სოლიდარობა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით. ეს სოლიდარობა ამით არ შემოიფარგლება, გუშინ ასევე პოლონეთის პრეზიდენტი იყო საოკუპაციო ხაზზე, ესეც არის დიდი ნიშანი, თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას.

მინდა, მადლობა მოვახსენო პოლონეთს იმისთვის, რომ პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ამ წუთას ხელმძღვანელობს ამ მისიას და მას უნდა მიეცეს მეტი საშუალება და, საბოლოოდ, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეცეს საშუალება სრულად დააკვირდეს, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იქნება დეესკალაციის ერთ-ერთი საშუალება, თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ძალიან რთული საკითხის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ევროკავშირსა და ნატო-ში, ორივე მიმართულებით, აქაც პოლონეთი არის ჩვენი ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები