ანრი ოხანაშვილი: შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, თუმცა, ოპოზიციამ „ქართული ოცნების” წარდგენილ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გარშემო შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, თუმცა,  ოპოზიციამ „ქართული ოცნების” კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს.

„შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, თუმცა, ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების” კანონპროექტს. დღეს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე აუცილებლად გავა პირველი მოსმენით, თუმცა, იმისათვის, რომ პოზიციების დაახლოების რესურსი გვქონდეს და მეორე მოსმენით გათვალისწინებულ საკითხებზე შევჯერდეთ, ვიკრიბებით დღეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები