ბაიდენმა სპეცსამსახურებს პანდემიის მიზეზის გარკვევა დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, გაერკვნენ კორონავირუსის პანდემიის მიზეზებში.

როგორც ბაიდენმა თქვა, ”პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჩემს თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვთხოვე, დაევალებინა სადაზვერვო საზოგადოებისთვის, მოემზადებინათ უახლესი ანგარიში COVID-19-ის წარმოშობის შესახებ”.

კერძოდ, მისი თქმით, აუცილებელი იყო იმის დადგენა, დაავადება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად გაჩნდა თუ ლაბორატორიაში მომხდარი შემთხვევის დროს.

აშშ-ის პირველმა პირმა აღიარა, რომ სადაზვერვო საზოგადოება ამჟამად არ ფლობს საკმარის ინფორმაციას, რომელიც მისცემდა მას შესაძლებლობას, გააკეთოს შეფასება, რომლის თანახმად, ერთი სცენარი შეიძლება, იყოს უფრო სავარაუდო, ვიდრე – მეორე.

ამიტომ, ბაიდენის თქმით, მან დაავალა დაზვერვას, გააქტიურონ ძალისხმევა და დამატებითი ანგარიში 90 დღის განმავლობაში წარადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები