საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას მასპინძლობს. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად გუშინ ეწვია.
ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე, კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიური აღმოჩენების გაცნობა ორბელიანების სასახლეში.