შვეიცარიაში Ryanair-ის თვითმფრინავის “დანაღმვის” შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია თვითმფრინავის აფეთქების საფრთხის შესახებ, რაზეც დღეს ალექსანდრე ლუკაშენკომ ისაუბრა და რაც, მისი თქმით, Ryanair-ის თვითმფრინავის საგანგებოდ დაშვების მიზეზი გახდა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

”შვეიცარიის მთავრობას არ აქვს ინფორმაცია Ryanair- ის რეისზე ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ. ამიტომ, შვეიცარიის ხელისუფლების მხრიდან ბელორუსის ხელისუფლებასთან არანაირი შეტყობინება არ ყოფილა,” – აღნიშნეს უწყებაში.

23 მაისს მომხდარის ახალი ვერსია ალექსანდრე ლუკაშენკომ წარადგინა – მაშინ, როდესაც 24 მაისს ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი იმიტომ დასვეს, რომ მინსკის აეროპორტის ფოსთაზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება “ჰამასისგან” მიიღეს. 25 მაისს “ჰამასის” მოძრაობაში თქვეს, რომ მსგავს მეთოდებს არ მიმართავენ.

დღეს კი ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები