ბელორუსული თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონაში მიფრინავდა, პოლონეთის ციდან უკან მიაბრუნეს
ბელორუსული ავიაკომპანია “ბელავიას” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მინსკიდან ბარსელონაში მიფრინავდა, პოლონეთის ცაში მიაბრუნეს.
ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს.
წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვა ბელორუსული თვითმფრინავი და ლაინერს საწვავის დახარჯვა მოუწია.
რეისებზე დაკვირვების პორტალ radarbox.com- ის მონაცემით, თვითმფრინავი ქალაქ პრუჟანის გარშემო დაფრინავს.
მანამდე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ბელორუსთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდეს, 23 მაისს მომხდარს ინციდენტთან დაკავშირებით. სიაში, მათ შორის, პოლონეთიც არის შესული.