ბელგიამ Johnson-ის ვაქცინით 41 წელს ზემოთ პირების აცრა შეაჩერა

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – Janssen-ით 41 წელს ზემოთ პირთა აცრა შეჩერდა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გვერდით მოვლენებს 40 წლამდე ქალი 21 მაისს ემსხვერპლა. ქალი საავადმყოფოში მძიმე თრობმოზითა და სისხლში თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლით იქნა გადაყვანილი.

ვაქცინის გამოყენება შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ ევროპის წამლების სააგენტო პრეპარატის დეტალურ ანალიზს არ ჩაატარებს – ვაქცინის სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები