კახა კალაძე: მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება

“მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ძალიან რთული იყო.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული გზა გამოიარა ქვეყანამ და რამდენი გამოწვევა იყო. ძალიან რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შემდეგ –  დაბრუნებისთვის. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც მონაწილეობდა ამ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დავკარგეთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები