ბომბის შესახებ შეტყობინება არა “ჰამასისგან”, არამედ შვეიცარიიდან იყო მიღებული – ლუკაშენკო Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტზე

ალექსანდრე ლუკაშენკომ ავიაკომპანია Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკის აეროპორტში საგანგებო დაშვების საკითხზე პირველად ისაუბრა და, წინა დღეებისგან განსხვავებით, როდესაც “ჰამასის” წერილზე იყო საუბარი, თქვა, რომ ბომბის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან იყო მიღებული.

ამის შესახებ მან ქვეყნის მთავრობის სახლში საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავში ტერორისტი იმყოფებოდა და ამის შესახებ ბელარუსის ფარგლებს გარეთაც იცოდნენ.

”თუ მაცნობებდნენ, რომ თვითმფრინავში ტერორისტი იყო, მაშინვე გავცემდი ბრძანებას თვითმფრინავის დაშვების შესახებ”, – თქვა ლუკაშენკამ და დაამატა, რომ საჰაერო ჰომალდის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიიდან იყო მიღებული.

მისი თქმით, ბორტი ბელარუსის ატომურ ელქტროსადგურთან მოაბრუნეს.

”რა მოხდებოდა, ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების სისტემები მოულოდნელად სრულ მზადყოფნაში რომ მოეყვანათ?” – დაინტერესდა ლუკაშენკო და დასძინა – ”რა უნდა გვექნა, განსაკუთრებით, ჩვენი ობიექტების დანაღმვის შესახებ მუქარების ფონზე? ბელორუსში ცხოვრობთ და იცით: ყოველდღე ხან სკოლების “დანაღმვაა”, ხან უნივერსიტეტების და ხან – საწარმოების. თვითმფრინავებისაც პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის IP მისამართებიდან. თითოეულ შემთხვევაში, ადეკვატურად ვუპასუხეთ მიღებულ ინფორმაციას”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, Ryanair- ის ეკიპაჟი კონსულტაციას გადიოდა ავიაკომპანიასა და ვილნიუსის აეროპორტთან, მაგრამ მინსკში დაშვება გადაწყვიტა.

მისივე თქმით, დასავლეთმა მომხდარის გამოძიებაზე უარი თქვა.

ასევე, ალექსანდრე ლუკაშენკოს აზრით, ბელორუსის არაკეთილმოსურნეები ქვეყანაში არეულობების ორგანიზებიდან “დახრჩობის ეტაპზე” გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები