ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა – იოსებ ხახალეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში – ზვიად შალამბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს და კოსტავას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი ოფიციალურად გახსნეს.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერიის ინიციატივით, სკვერის მიმდებარე კედელი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სტრიქონებით იქნა მოხატული.

„მინდა, ეს დღე მივულოცო მთელს ქვეყანას. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სხვადასხვა დროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის 26 მაისი განსაკუთრებული დღეა. მუდამ ძლიერი გვენახოს ჩვენი ქვეყანა!”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები