აშშ-ში მერლინ მენსონი დააკავეს

აშშ-ის ნიუ ჰემპშირის შტატში მომღერალი მერლინ მენსონი დააკავეს, რომელსაც ბრალად 2019 წელს ქალაქ გილდფორდში გამართულ კონცერტზე ოპერატორზე თავდასხმა ედება.

პოლიციის ცნობით, მენსონი, მისი აგენტი და ადვოკატი დაკავების ორდერის გაცემის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, თუმცა, შტატში განმარტებებისთვის არ გამოცხადდნენ. ამ ქმედებისთვის, შტატის კანონის მიხედვით, მომღერალს 2 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ძალოვანები განმარტავენ, რომ მენსონისთვის წარდგენილი ბრალდებები სექსუალურ ხასიათს არ ატარებენ.

მანამდე ათზე მეტმა ქალმა მომღერალი ძალადობრივ ქმედებებსა და შევიწროებაში დაადანაშაულა.

მაგალითად, ამერიკელმა მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა ბრალი დასდო მენსონს ძალადობაში და თქვა, რომ წლების განმავლობაში მას “საშინლად დასცინოდა” და რომ “დაიღალა სამაგიეროს გადახდის, ცილისწამებისა და შანტაჟის შიშის პირობებში ცხოვრებით”.

Vanity Fair- ის ცნობით, სულ მცირე, ოთხმა ქალმა სოლიდარობა გამოუცხადა მსახიობს და მენსონს ბრალი დასდო სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ასევე, იძულებისა და დაშინების სხვადასხვა ფორმაში.

მენსონმა ძალადობის ბრალდებებს “რეალობის საშინელი დამახინჯება” უწოდა.

მაისის დასაწყისში ბრიტანელმა მსახიობმა, ესმე ბიანკომ მენსონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც მომღერალს სექსუალურ ქმედებებში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები