ბრიტანეთში უილიამ შექსპირი გარდაიცვალა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა

ბრიტანეთში უილიამ შექსპირი გარდაიცვალა, რომელიც მსოფლიოში პირველი მამაკაცი იყო, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.

BBC-ის ინფორმაციით, შექსპირი 81 წლის იყო​ და მისი გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდება. ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ ის ინსულტს ემსხვერპლა.

მისი მეუღლე ამბობს, რომ უილიამ შექსპირი ძალიან მადლიერი იყო იმ შესაძლებლობისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აიცრა.

“ეს იყო ის, რითაც ის ძალიან ამაყობდა – მას უყვარდა ამის შესახებ სიახლეების ნახვა მედიაში. ხშირად საუბრობდა ამაზე ხალხთან და ყოველთვის ყველას აცრისკენ მოუწოდებდა”, – თქვა შექსპირის მეუღლემ.

შექსპირმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში Coventry-ს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები