ინდოეთს ციკლონი “იაასი” უახლოვდება – 3,5 მილიონი ადამიანია ევაკუირებული

ინდოეთის აღმოსავლეთის შტატებს ოდიშასა და დასავლეთ ბენგალიას ციკლონი “იაასი” უახლოვდება.

ტელეკომპანია NDTV ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამ დროისთვის 3,5 მილიონი ადამიანია ევაკუირებული.

მათივე თქმით, ოდიშას შტატი თიტქმის 3 მილიონმა ადამიანდა დატოვა, ხოლო დასავლეთ ბენგალიის ნახევარი მილიონმა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, “იაასი”, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც “ძალიან მკაცრი ციკლონური ქარიშხალი”, უახლოეს საათებში თავს დაატყდება ქალაქ პარადიპსა და საგარის კუნძულს. ის ბენგალის ყურიდან მოძრაობს, ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი, რომლის სიჩქარე 51.3 მ/წმ-მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები