პროტასევიჩთან ადვოკატი არ შეუშვეს

მინსკის აეროპორტში 23 მაისს დაკავებულ ჟურნალისტთან, რომან პროტასევიჩთან ადვოკატი, ინესა ოლენსკაია არ შეუშვეს.

ამის შესახებ თავად ოლენსკაიამ თქვა.

მისი თქმით, დღეს საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა, საგამოძიებო კომიტეტსა და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში, თუმცა, დაკავებულთან ვერ მოხვდა.

ადვოკატი ამბობს, რომ რომან პროტასევიჩთან დალაპარაკებას ხვალაც შეეცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები