ევროპარლამენტის პრეზიდენტი მოუწოდებს, რომ ევროკავშირის აეროპორტებში პროტასევიჩის ფოტო გამოიფინოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტების ადმინისტრაციებს მოუწოდა, განათავსონ რომან პროტასევიჩის ფოტო, რომელიც 23 მაისს მინსკში Ryanair-ის რეისიდან მოხსნეს.

​ამის შესახებ ევროპარლამენტის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მივესალმებით მიზანმიმართულ და პერსონალურ სანქციებს ბელორუსის რეჟიმის წინააღმდეგ ბელორუსის თავზე ფრენების ბლოკირებას ევროკავშირის ავიაკომპანიებისთვის და, ასევე, ზომებს ბელორუსის ავიაკომპანიების წინააღმდეგ, კერძოდ, “ბელავიას” მიმართ. ასევე, ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური ჟესტი იქნება, თუ რომანის ფოტო გამოფენილი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავარი აეროპორტებში სოლიდარობის ნიშნად და იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ მას არ დავაღალატებთ”, – თქვა სასოლიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები